სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოდელი პოდიუმზე თავისი წონის კაბით გავიდა

პარიზის მოდის კვირეულზე ცნობილმა დიზაინერმა სტეფან როლანმა საკუთარი კოლექცია წარმოადგინა, რომელმაც პუბლიკის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია.

სწორედ ამ პრეზენტაციის დროს პოდიუმზე გამოვიდა ცნობილი სუპერმოდელი იასმინ ლე ბონი, რომელსაც აბრეშუმის წითელი კაბა ემოსა და ამაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, რომ არა ერთი გარემოება: კაბა თითქმის ზუსტად იმდენივეს იწონიდა, რამდენსაც თავად მოდელი - კაბის საერთო წონა 50 კგ გახლდათ.

ეს საოცარი კაბა მეტალის დანამატებს შეიცავს, ძირითადად, ბიუსტისა და წელის არეში. მოდის მიმდევრებს უკვირთ - რა სიძლიერის უნდა იყოს ქალი, რომ ეს კაბა ჩაიცვას და ისე იაროს? ამის მიუხედავად, ეს კაბა ყველას დაამახსოვრდა.

და კიდევ ერთი დეტალი: პოდიუმზე გამოსვლის დროს მოდელს მარჯვნივ და მარცხნივ ორი მოდელი-კავალერი მიაცილებდა, რათა მას წონასწორობის დაცვა შესძლებოდა და პოდიუმზე არ წაქცეულიყო.

ვერაფერს იტყვი - თუ რეალურ ცხოვრებაშიც ამ კაბის ტარებისთვის ორი კავალერია საჭირო, ნამდვილად უნიკალური კაბა ყოფილა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100