სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ეხმაურება ზურა გორგაძე იმ სკანდალს, რომელიც მას და მურატ ილდირიმს ეხება

დღეს მეც ამალია ჯიბლაძე ვარ :))))

რა სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერება ! რა რეიტინგისთვის ნათქვამი ტყუილი?! საერთოდ რა ტყუილი?!ზურა გორგაძემ თქვა რომ სავაშის ან მაესტროზე არსებული სხვა სერიალის გამხმოვანებელია ? ! ეს წინადადება გაიგეთ სადმე? ვერა ვერ გაიგებდით ერთი მარტივი მიზეზის გამო… არ მითქვამს!!! ის რომ ადამიანი "გახმოვანების მასახიობი" ამბობს მე თქვენ გახმოვანებდით ნიშნავს იმას რომ ის მას ახმოვანებს ან ოდესღაც ახმოვანებდა... მე როგორც გახმოვანების მსახიობს,ამა თუ იმ მსახიობის მიერ ნათამაშები გმირის მიერ ნათქვამი ერთი წინადადებაც რომ მქონდეს გახმოვანებული იქნება ეს ალ პაჩინო , რობერტ დენირო,ჯონი დეპი ლეონარდო დიკაპრიო(რომლებიც მრავლად მყავს გახმოვანებული) თუ.... მურატ ილდიმირი (რომელიც მრავლად არა მაგრამ გამიხმოვანებია) სრული უფლება მაქვს ვთქვა რომ მე ის გამიხმოვანებია! ექსკLუზიური ყოფილა თურმე ....ვაი რომ არ ვიცოდი:(( იქნებ სხვა ზემოთ ხსენებული მსახიობების ექსკლუზივიც აქვს ვინმეს და მითხარით წინასწარ… გთხოვთ… პრაბლემები არ მჭირდება...
შეიძლება ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ ერთი საათის განმავლობვაში პირდაპირ ეთერში ადამიანს მატყუარა ეძახო?! ცოტა უხერხულიცაა, ამ თურმე მატყუარის გარეშე რომ აკეთებ გადაცემას!
და თურმე კიდევ მე უნდა მოვუხადო ბოდიში მაესტროს ...რისთვის? იმისთვის რომ რეიტინგული შოუს ხარჯზე იაფფასიან სკანდალში გამხვიეთ?! ბოდიში მოიხადეთ!


გავატარე ის რომ საერთოდ ვინმე გამომეკიდა ჩემს ნათქვამზე!(რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და აღარ ვაპირებ ახსნას, რატომ, როგორ, რანაირად ისედაც საკმარისი ნერვი, ენერგია და დრო დავხარჯე , ისედაც საგიჟეთ რეჟიმში (ესეც ზრდილობის და შინაგანი მორალის გამო) გავატარე ის რომ გადაცემას ამზადებთ ჩემზე, უჩემოდ ! გავატარე ის რომ ამავე გადაცემაში, აბსოლუტურად ყველა, გარეული და "შინაურიც" მატყუარას მეძახის, რაღაც ექსკლუზივის გამო ,რომლის შესახებაც არაფერი მსმენია , ნეტავ რატომ უნდა მსმენოდა რაიმე?! (ანუ არაფრის გამო) ან საერთოდ რატომ უნდა ვაბარო ანგარიში მის აღმატებულება მაესტროს?! გავტარე ის რომ მომენტში როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება საზოგადოების თანადგომა, რასაც ნამდვილად ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა ადამიანებო ამავე საზოგადოებას, რეიტინგს დახამებული პერსონაჟის სახით წარუდგინეს ჩემი თავი(არაფერში მჭირდება იაფ ფასიანი რეიტინგი თქვენგან განსხვავებით თქვენო აღმატებულებავ!!! და ბოლოს ამ ყველაფრის შემდეგ , ამავე ტელევიზიას, უკვე საინფორმაციო გამოშვებისთვის ჩავეწერე(მახსოვს ერთ დროს ობიექტურობას აწვებოდნენ)!სწორედ ამ მახინჯი მიზნებით!მახინჯი გონებით!დამახინჯებულლად აწყობილ სიუჟეტს ვერ გავატარებ!!! მოვითხოვ ჩემი კომენტარის სრული ვერსიის გამომზეურებას!!!(ასევე რეალტივის წარმომადგენლის , ბესო კვარაცხელიას კომენტარის სრულ ვერსიას)...და აქვე ბოდიშს მაესტროსგან მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩემი მსგავს მდგომარეობაში ჩაგდების გამო!!! გთხოვთ დააშეარეთ ყველამ რადგან ისე "მოაყომარეს" ყველაფერი რომ ხელი შემახოცეს და ბუჩქებში მიიმალნენ!!! ნამდვილად აღარ ვაპირებდი ამ თემისკენ ისევ მიბრუნებას, მითუმეტეს ჩემი ნებით, მაგრამ თუნდაც საზოგადოების იმ მცირე ნაწილს, რომელსაც იმ მომენტში გადართული ქონდა მაესტროზე, რატომ უნდა შეექმნას ჩემზე არასწორი წარმოდგენა, არაკეთილსინდისიერად აწყობილი სიუჟეტებისა და კომენტარების გამო!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100