
ერთი დაღუპული და ორი მძიმედ დაშავებული - საშინელი ავარია ტყიბული-ქუთაისის გზაზე
ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და მძიმედ დაშავდა 2 პირი.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი