
მერაბიშვილი: 7 თვის განმავლობაში 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა
პრემიერ-მინისტრის მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლებაზე საუბრისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო 7 თვის განმავლობაში გაჭირვება გაიზარდა.
ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პარტიის მთავარ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:
"ამ 7 თვის განმავლობაში არათუ ეკონომიკა არ გაზრდილა და ახალი სამუშაო ადგილები არ შექმნილა, არამედ 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 82 ათასი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე", - თქვა ვანო მერაბიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განცხადებით, მოძრაობა მაქსიმალურად გააკონტროლებს მთავრობას და მაქსიმალურად მიადევნებს თვალყურს, სრულდება თუ არა წინასაარჩევნო დაპირებები.
კომენტარი