კრისტინა აგილერას შარვლის ჩაცმა დაავიწყდა
ეტყობა, კრისტინა აგილერას თავს რაღაც ხდება. გადატანითი არა, პირდაპირი მნიშვნელობით: როგორც ჩანს, თავში ყველაფერი მთლად ისე არა აქვს, როგორც უნდა ჰქონდეს - ის ხან კაბის გარეშე ჩნდება საზოგადოებაში, ხან კი სხვა რამის ჩაცმა ავიწყდება.
ახლახან, ერთ-ერთ სუპერმარკეტში საყიდლებზე მისულმა კრისტინამ კიდევ ერთხელ გააოცა მყიდველებიც და გამყიდველებიც: მას არც კაბა ეცვა და არც შარვალი. წესით, იმ ჩაცმულობის მიხედვით, რაც ვარსკვლავს წელზსზემოთ ემოსა, შარვალი უნდა სცმოდა.
პაპარაცებმა, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს. როცა შეამჩნია, რომ უღებდნენ, აგილერამ საჯდომის დაფარვა სცადა, მაგრამ ეს მაინცდამაინც წარმატებით არ გამოუვიდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მაკომპრომეტირებელი ფოტოების გამოქვეყნებას ვერ გადაურჩებოდა, აგილერას ისღა დარჩენოდა, პრესის წარმომადგენლებისთვის ნაძალადევი ღიმილი ეჩუქებინა.
კომენტარი