
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის
სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად
ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის
მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე
სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი,
რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს
საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
მისამართი: სასტუმრო ROOMS, კოსტავა ქუჩა #14
მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com
სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE
Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.
საკონტაქტო პირი:
ქეთი ებანოიძე
577425611
კომენტარი