თემქაზე მომხდარ ავარიას 18 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს დილით თემქაზე მომხდარ ავარიას 18 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
1999 წლის 15 თებერვალს დაბადებული მ.ა. მე-12 კლასის მოსწავლე იყო და ბოლო რამდენიმე წელია რაც თბილისში ცხოვრობდა. გოგონა ხარაგაულიდან იყო.ის
დღეს დილი თბილისში, კერძოდ კი, თემქის მე-11 მიკრო რაიონში ორი მუსბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი მანქანა ამობრუნდა.
შსს ადასტურებს გოგონას გარდაცვალების ფაქტს. უწყების განცხადებით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
გოგონას ასაკთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება... ერთი ინფორმაციით გოგონა 16 წლის იყო, თუმცა სოციალურ ქსელში 1999 წლის 15 თებერვალი აქვს მითითებული.
კომენტარი