
ღუდუშაურის კლინიკის მე-5 სართულიდან 34 წლის პაციენტი გადმოხტა
ღუდუშაურის კლინიკის მე-5
სართულიდან პაციენტი
გადახტა. 34 წლის მამაკაცი კლინიკაში
მწვავე პნევმონიისა
და სუნთქვის
უკმარისობის დიაგონოზით
მკურნალობდა. პაციენტი
ღუდუშაურის კლინიკაში
პირველ დეკემბერს
02:40 საათზე შევიდა.
ექიმის ცნობით, დღეს გამთენიისას პაციენტს, სავარაუდოდ უეცრად მწვავე ფსიქოზური აშლილობა განუვითარდა.
"ამ დილით, სავარაუდოდ დიაგნოზის საფუძველზე გამოეხატა აგრესია და არანორმალური აღგზნებადობა, განსაკუთრებით ექიმი-პერსონალის მიმართ. გაარღვია და დააზიანა განსაკუთრებული რეჟიმის არეალი. აღმოჩნდა ჩვეულებრივი რეჟიმის განყოფილებაში, მე-5 სართულზე, საიდანაც ერთ-ერთი დაკეტილი პალატის კარები შეამტვრია და აივნიდან გადახტა. პაციენტი ადგილზე გარდაიცვალა",
- აღნიშნა
მარინა გელანტიამ.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილის 7:00 საათზე მოხდა. ღუდუშაურის კლინიკაში ამ წუთებში სამართალდამცავები
მუშაობენ.
მიცვალებულს
პროზექტურაში,
სავარაუდოდ
უმოკლეს დროში გადაასვენებენ.
კომენტარი