სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანის ორგანიზმის რომელ ნაწილებს სჭირდება ხახვი და რატომ?

აღმოჩნდა, რომ ხახვი არამხოლოდ წმენდს ორგანიზმს მიკრობებისა და ვირუსებისგან არამედ ეხმარება მას თავის ტვინის უჯრედების გაახალგაზრდავებაში. აღნიშნული დასკვნა იაპონელი და ფრანგი მეცნირების მიერ იქნა გამოტანილი.

მეცნიერთა განმარტებით ხახვში არსებული გოგირდოვანი ნაერთები სისხლს თავის ტვინამდე მიაქვს, რის შედეგადაც ხდება ტვინის წმენდა, რაც მის გაახალგაზრდავებას იწვევს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი ადამინის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მეხსიერების უნარსა და ემოციურ სფეროებს დადებით სამსახურს უწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის მინ მეცნიერებმა ხახვის დადებით თვისებებს შორის სარძევე ჟირკვლების კიბოთი დაავადების შანსების შემცირების უნარი დაასახელეს. გარდა ამისა იაპონელები უკვე წლებია ირწმუნებიან, რომ ხახვი კანის დაბერებას უშლის ხელს.

ასე, რომ მიირთვით ხახვი და დაეხმარეთ თქვენს ორგანიზმს ბუნებრივი მეთოდებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100