
ოზურგეთელ მსოფლიო ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს მშობლიურ ქალაქში მოსახლეობა ოვაციებით შეეგება
დავით ჩხარტიშვილი, რომელმაც გამარჯვება საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა საკუთარ ქალაქში დაბრუნდა. ჩემპიონს ადგილობრივი მოსახლეობა, სპორტსმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. მსოფლიო ჩემპიონს გამარჯვება “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც მიულოცეს. (რ)
კომენტარი