ბავშვი მთელი ცხოვრება, სიბერემდეც რვა წლის ასაკში იქნება გაყინული – პეტრე კოლხი 8 წლის გოგონას გაუპატიურებას ეხმაურება
პეტრე კოლხი სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რვა წლის ბავშვი მთელი ცხოვრება, სიბერემდეც რვა წლის ასაკში იქნება გაყინული!..რთულია არ გაგეყინოს… ყველაფერი შეგძულდება ადამიანს“, – დაწერა პეტრე კოლხმა.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
მას შემდეგ რაც მომხდარზე შსს-მ მამა შვილი დააკავა, დაკავებულებს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.
კომენტარი