სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონარდო დი კაპრიო ქორწინდება?

ყვითელი პრესა ყოველ წელს ზაფხულის დასაწყისში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო უახლოეს მომავალში ქორწინდება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.


გამოცემამ The Daily Mail გამოაქვეყნა რამდენიმე სანდო წყაროს უტყუარი მტკიცება, რომლებიც იწმუნებიან, რომ დი კაპრიო ძალიან მალე დაქორწინდება 20 წლის მოდელზე კამილა მორონეზე, რომელთან ურთიერთობაც ცოტა ხნის წინ დაიწყო. ჭორები მათი შესაძლო დაქორწინების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლეონარდომ და კამილამ ღიად დაიწყეს ურთიერთობა. აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გოგონა მსახიობ ალ პაჩინოს გერია.

წყვილი აღნიშნულ ჭორს არც უარყოფს, თუმცა არც ადასტურებს, ჩვენ კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100