როსლიაკოვი: რუსეთისაგან გამოსასყიდის მისაღებად აფხაზეთისაგან მეორე ჩეჩნეთს ქმნიან
არც თუ ისე დიდი ხნის წინ აფხაზეთი მთლიანად ქრისტიანული იყო, ,,იქ მეჩეთები საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ამჟამად ისინი იქ სოკოებივით მრავლდებიან”, - წერს ”Форуме.мск” - ზე ჟურნალისტი და მწერალი ალექსანდრე როსლიაკოვი რუსეთიდან. აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის” მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის ცნობილი ლობისტი ახლა განგაშის ზარებს ტეხს და საუბრობს ანტირუსულ პროცესებზე რუსეთის მიერვე ოკუპირებულ რეგიონში.
კერძოდ, სტატიაში ”Абхазский дебош”, საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთს ”ვაჰაბიტები” ითვისებენ და ანქვაბის მიერ ”ჩეჩნეთიდან გამოწერილი” რამზან კადიროვის მებრძოლები იქ ისე ლაღად გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. ისინი იქ შარიატის წესებს ამკვიდრებენ. ’’მათი წმინდანებისათვის ასეთი თავგამოდებული ბრძოლიდან ”ურჯულოების” დაწვამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება”, - აღნიშნავს როსლიაკოვი.
როდესაც აფხაზური იდეა -”წამოესხათ თურქეთიდან 100 ათასი მოჰაჯირთა შთამომავალი, რომლებიც იქ 19 საუკუნეში გადასახლდნენ, ჩავარდა; მაშინ დადგა მორიგი იდეების რიგი - წერს ავტორი. - როგორც მე მითხრა ადგილობრივი ყაბარდოელების ლიდერმა, ’’წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება”: რაკი რუსეთი იქ არ შევიდა, შემოვიდნენ ეს ვახაბიტები - თანაც შორს გამიზნული გეგმებით”.
კერძოდ, ”ჩუმათ შენდება გზა აფხაზეთის სანაპიროებისაკენ სტავროპოლის შემოგარენიდან, სადაც აფხაზებისათვის ეთნიკურად ახლომყოფი თემები ცხოვრობენ. დარჩა მხოლოდ მისი გაყვანა კოდორის ხეობის გავლით სოხუმამდე, რათა შეიქმნას მთიელების ერთიანი ფრონტი ჩვენთან ყოვლად მზარდი ისლამის დროშის ქვეშ, - გვაფრთხილებს როსლიაკოვი. - და საუბრიდან რუსეთის ტვირთად ქცეულ კავკასიაში აფხაზეთიდან ჩამოაყალიბონ, სხვა თემების მიმატებით, მეორე ჩეჩნეთი - რათა უკვე გამოცდილი ყაჩაღური მეთოდებით გამოგვწოვონ მთელი ცხოვრების საკმარისი გამოსასყიდი”.
ავტორს მიაჩნია, რომ აფხაზეთში სწორედ ისლამური ფაქტორის გასაძლიერებლად იყო პროვოცირებული ქრისტიანების ორად გამყოფი ”საეკლესიო” კონფლიქტი.
კომენტარი