სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტო ეგდო, მარტო როგორც გლახა

საქართველო პაემანზე იდგა..
არ იცოდა ვის ელოდა იგი.
ქუჩის ბოლოს ვიღაც ვარდებს ჰყიდდა..
მევარდესთან იყო დიდი რიგი.

საქართველო აგრძელებდა ლოდინს.
ფიქრობდა , რომ ეს ლოდინი ღირდა.
ეგონა, რომ მასთან ვიღაც მოდის
მევარდე კი ისევ ვარდებს ჰყიდდა ..

არ დამთავრდა ეს ლოდინი მისი.
სციოდა თუმც ტანსაცმელი ეცვა.
და იქნებ ის სულ არ იყო ღირსი.
მისთვის ვინმეს ვარდი , რომ მიეძღვნა..

და დასრულდა პაემანი მისი.
მზის სინათლეც სამუდამოდ ჩაქრა.
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..


გაიყიდა ყველა ვარდი თუმნად.
საჩუქრები გახდნენალბათ ქალთა..
საქართველო ისევ იდგა ჩუმად
ვერ მიიპყრო ყურადღება თვალთა.

მზის სინათლეს დაუვარდა ძაბვა
და აბნევდა საქართველოს თავზე.
ვინმეს მოსვლას პირი არ უჩნდა
არც არავინ იყო უკვე გზაზე..

იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..

ვის მიართვეს ის ვარდები ნეტა.
ვის ბინაში დაიფანტა მტვერი
ის ფურცლები ნეტა ვინ მოხვეტა.
ვინ აღმოჩნდა საქართველოს მტერი..

დაეძინა სოლო პაემანზე
და სიზამრში ყვავილები ნახა..
არ გამართლდა მოლოდინი ვარდზე.
მარტო ეგდო , მარტო როგორც გლახა.


და დასრულდა პაემანი მისი..
და დასრულდა პაემანი მისი..
მზის სინათლეც სამუდამოდ ჩაქრა..

იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი...
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..
საქართველო პაემანში გაქრა..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100