სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მწერალთა სახლი სტადიონი არ არის, რომ უკრაინის დროშა გადმოვფინოთ" - ქეთი დუმბაძის და მისი მოადგილეების საუბარის სკანდალური აუდიო ჩანაწერი

"მწერალთა სახლი სტადიონი არ არის, რომ უკრაინის დროშა გადმოვფინოთ" - ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, სადაც ქეთი დუმბაძის და მისი მოადგილეების საუბარია ჩაწერილი. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ წულუკიანის მიერ დანიშნული დირექტორი შენობაზე უკრაინის დროშის აღმართვის წინააღმდეგია.

დროშები ჩამოხსნეს, რასაც თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ დუმბაძე იძულებული გახდა პროტესტის ჩასახშობად უკრაინის დროშა მწერალთა კავშირის შენობაზე ისევ აღემართა.

ახალ სკანდალთან დაკავშირებით მწერალთა კავშირის დირექტორს განცხადება არ გაუკეთებია. ის გუშინდელი ღონისძიების შემდეგ გაუჩინარებულია.

მწერალთა სახლში ამბობენ, რომ დროშები იმიტომ ჩამოიხსნა, რომ გასარეცხი იყო.

არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი დროშის ჩამოკიდების. ირეცხებოდა უბრალოდ დროშა. ამოჭრილია ამ ვიდეოდან რაღაცები. აქ ცხოვრობს ქალბატონი ნატალია, უკრაინიდან დევნილი, უკვე ორი თვეა აქ არის. დაელაპარაკეთ და ჰკითხეთ, რა დამოკიდებულებაა აქ უკრაინის მიმართ", - ამბობს მწერალთა სახლის თანამშრომელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100