სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტიმ როტის 25 წლის შვილი გარდაეცვალა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ტიმ როტის შვილი, მუსიკოსი მაიკლ კორმაკ როტი გარდაიცვალა. ის 25 წლის იყო. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელიც როტს 2021 წლის ნოემბერში დაუდგინეს.

„დავკარგეთ ჩვენი მშვენიერი ბიჭი კორმაკი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა. ის მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ის წარმოუდგენელი სიმამაცით იბრძოდა სიცოცხლისთვის და ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა იუმორის გრძნობა. ის იყო ველური, ენერგიით დამუხტული, მისი სული სავსე იყო სინათლითა და სიკეთით. ჩვენ ის გვიყვარს, ის მუდამ ჩვენთან იქნება". – წერია ტიმ როტის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100