სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ

"აბა­ზა­ნა­ში ვი­ყა­ვი, უცებ ბენი შე­მო­ვი­და, მუხ­ლზე და­ი­ჩო­ქა..." - ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა, თუ რო­გორ სთხო­ვა ბენ აფ­ლეკ­მა ხელი, უკვე მე­ო­რედ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და ბენ აფ­ლე­კი უკვე მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნენ, თუმ­ცა ჯე­ნის აქამ­დე ნიშ­ნო­ბის დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია. ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი გულ­შე­მატ­კი­ვარს ახ­ლა­ხანს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ენ­დო და ბეჭ­დის ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბიც და­ურ­თო. ვი­დე­ო­სა და ფო­ტო­ებ­ში 3 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი, დიდი მწვა­ნე ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი ჩანს. ჯე­ი­ლომ ხე­ლის თხოვ­ნის ის­ტო­რი­აც არ და­მა­ლა: "შა­ბათს ღა­მით, ჩემს საყ­ვა­რელ ად­გი­ლას ყოფ­ნი­სას (აბა­ზან­ში). ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი მუხ­ლზე დად­გა და ცო­ლო­ბა მთხო­ვა". ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი ამ­ბობს, რომ მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ხე­ლის თხოვ­ნა ასეთ დროს და ად­გი­ლას და სი­ცილ­თან ერ­თად ტი­რი­ლიც და­ი­წყო: "არ მჯე­რო­და, რომ 20 წლის შემ­დეგ ეს ისევ ხდე­ბო­და," - წერს ლო­პე­სი. "ხმას ვერ ვი­ღებ­დი შო­კის­გან. მან მკი­თხა, ეს თან­ხმო­ბას ნიშ­ნავ­სო? პომ­პე­ზუ­რი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი რამ იყო, რისი წარ­მოდ­გე­ნაც შე­მეძ­ლო: მშვი­დი სა­ღა­მო სახ­ლში, ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს სა­მუ­და­მოდ ერ­თად ყოფ­ნას და გვერ­დით დგო­მას ჰპირ­დე­ბა. ორი ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი. ჩვენ მე­ო­რე შან­სი მოგ­ვე­ცა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის სა­პო­ნე­ლად", - ამ­ბობს ჯე­ნი­ფე­რი. შემ­დეგ, ჯე­ი­ლომ ბეჭ­დის ფოტო ატ­ვირ­თა და მი­ა­წე­რა: "მწვა­ნე ყო­ველ­თვის იღ­ბლი­ა­ნი ფერი იყო ჩემ­თვის, ახლა კი ნამ­დვი­ლად სა­მუ­და­მოდ ასე იქ­ნე­ბა". წყვი­ლის ქორ­წი­ლის თა­რი­ღი ჯერ უც­ნო­ბია, მაგ­რამ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წლის ბო­ლომ­დე ნამ­დვი­ლად იქორ­წი­ნე­ბენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100