სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმ შემთხვევაში, თუ სპეცდანიშნულების რაზმი მის დასაკავებლად დაიძვრება... - აი, რა გეგმა აქვს ნიკა მელიას

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპეცდანიშნულების რაზმი მის დასაკავებლად დაიძვრება, მათ მხოლოდ ტაშით დახვდნენ.

,,მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპროთ, ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია. ასე მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი და მეორე მხარეს ივანიშვილი. არავითარ შემთხვევაში ძალადობა. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ იქით არიან მოძალადეები და აქეთ ბევრი სილაღე დახვდებათ", - მიმართა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100