სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მეგონა, რომ ეს საშინელი ხუმრობაა...ძნელია იფიქრო, რომ აღარ ხარ“ – ასე ეხმაურებიან 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობას მეგობრები

ნიუ-იორკში, 18 წლის ქართველი ბიჭის, ჯაბა ადამიას სასტიკ მკვლელობას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ხალხი და ჯაბას ახლო მეგობრები გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებენ.

„ძნელია იფიქრო, რომ აღარ ხარ და ვეღარასდროს გნახავ აქ, ან თბილისში”, – დაწერა „ფეისბუქში“ მოკლულის ბავშვობის მეგობარმა მარიამ ზარიძემ.

„მიყვარხარ და მენატრები ისევე, როგორც ბავშვობაში. არასდროს დამავიწყდები ჩემო თბილო და მხიარულო მეგობარო! მშვიდად განისვენოს შენმა მშვენიერმა სულმა”, – წერს კიდევ ერთი მეგობარი.

„სტატიას ბოლომდე ვერ ვკითხულობ. მეგონა, რომ ეს საშინელი ხუმრობაა. მშვიდად განისვენე ჩემი კარგო მეგობარო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჯაბა ადამიას მეგობარმა, რომელმაც იქვე გამოაქვეყნა მათი ბავშვობის შავ-თეთრი ფოტოები.

„ყოველი დღე ბედნიერი და სასიხარულო იყო, როდესაც ერთად ვიყავით”, – წერს ჯაბას მეგობარი ნინი მამფორია Facebook– ზე.

„მინდა იცოდე, რომ მე ყოველთვის მემახსოვრები, არასოდეს დაგივიწყებ”, – წერენ მოკლულის ახლობლები.

ჯაბა ნიჭიერი მუსიკოსი იყო, რომლის ვიდეოებს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეგობრები და ოჯახის წევრები ინტერნეტში ხშირად აზიარებდნენ. მას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლადაც ემზადებოდა, თუმცა კვირას, ბრუკლინში, სახლთან ახლოს ადამიას თავს დაესხნენ და მოკლეს.

მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100