თეთრიწყაროდან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიის პრესსამსახურის ცნობით, თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან დედისა და მისი ორი შვილის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. დედის პასუხი უარყოფითია, შვილებს კი, 2013 და 2016 წელს დაბადებულ ბავშვებს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. მათ კლინიკაში მოათავსებენ.
ლაბორატორიაში 45 პაციენტის კვლევა დასრულდა. 43 პასუხი უარყოფითია. მოგვიანებით, კიდევ 41 პაციენტის პასუხი გახდება ცნობილი.
კომენტარი