სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა სუბელიანის დაშავებისთვის დაკავებულის მიმართ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ლევან აკინის ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე მისული სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის დაშავებისთვის დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროკურატურამ სუბელიანი დაზარალებულად სცნო, შალვა შევარდნაძეს კი ბრალი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე წაუყენეს.

ანა სუბელიანი უფლებადამცველთან ერთად, საქმეში მტკიცებულებების განადგურების მუხლთან ერთად, მეორე მუხლის დამატებასაც მოითხოვს.

"მოვითხოვ სხეულის განზრახ დაზიანების მუხლს, დაემატოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუხლი, იმიტომ რომ სწორედ ასეთი დანაშაული იყო. ასევე მოვითხოვ ორგანიზატორების დასჯას და იმ პოლიციელების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც არ დაიცვეს ჩვენი უსაფრთხოება,"- აცხადებს ანა სუბელიანი.

სუბელიანმა ჯანმრთელობის დაზიანება 8 ნოემბერს მიიღო, მაშინ როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ქვიარ ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას ცდილობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100