სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველ რეჟისორს არაბული ბარების ქართველი ბავშვებით მომარაგებაში ადანაშაულებენ - ნიკოლოზ საბაშვილის პირველი კომენტარი, რომელიც ამ ამბავმა ლამის გადაიყოლა

მაპატიეთ აქამდე ვერ გამოვეხმაურე ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციას,ვერ ვიტყვი რომ არ იმოქმედა ამ ყველაფერმა,მეტსაც გეტყვით,შემზარა კიდეც,თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის დამწერი გამომჟღავნდეს,საქმე ჩემს ლანძღვა გინებას და წყევლას არ ეხება,მე მეტსაც ავიტან და ბევრი ტალახის სროლაც ამიტანია,ღმერთმა შეუნდოთ ყველას ვინც ასე იქცევა,თუმცა მართლა საშიში ყოფილა სოციალური ქსელის დაუცველობა,იმედი მაქვს გამოძიება სწრაფად წარიმართება და გაირკვევა ამ სიბინძურის ავტორი.ეს არ არის ცილისწამება,ეს არის მკვლელობა,რომ არა ჩემ გვერდით მდგომი ადამიანები შეიძლება მართლა გადავყოლოდი ამ ამბავს. ვრცლად მოგაწვდით ინფორმაციას აზრზე რომ მოვალ,მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის” - ეს გახლავთ თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორისა და მსახიობი პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცილისწამებაზე.

საქმე ეხება ფეისბუკ გვერდისსაქართველო არააბების ვერ გახდებაგამოქვეყნებულ შემდეგ პოსტს, სადაც ქართველ რეჟისორს არაბულ ბარებ ქართველი ბავშვებით მომარაგებაში ადანაშაულებს.

გააზიარეთ რათა ყველამ გაიგოს. ეს ადამიანი არის ნიკოლოზ საბაშვილი, რომელიც არაბულ ბარებს ქართველი ბავშვებით ამარაგებს. ის დადის სოციალურად დაუცველ ოჯახებში და 15-16 წლის გოგოებს მიმტანად მუშაობის დაწყებას სთავაზობს. რეალურად, ამ ბარებში არაბი კაცები ქართველ გოგოებთან სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად დადიან. ამ გაჭრვებულ ბავშვებმა, რეალურად არ იციან ფულის სანაცვლდოდ რისი გაკეთება მოუწევთ . ამ რაბების მონამ იცის როგორ ისარგებლოს მცირეწლოვანი გოგოების გულუპრყვილობით. ბავშები ყავთ გამოჭერილი იციან, რომ ამ ისტორიას შიშით ვერავის გაუმხელენ. ეს არ არის ერთეული შემთხვევა აშკარაა, რომ ეს არის სისტემა, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული. ეს უსინდისო, ფულის სანაცვლოდ გაჭირვებული ბავშვების გახრწნაში იღებს მონაწილეობას. გააზიარეთ რათა ყველამ იცოდეს ეს ისტორია!!! რათა ვეღარ მოატყუნონ ჩვენი შვილები!!!“- წერია აღნიშნულ გვერდზე.

გუშინ საღამოდან რეჟისორის მეგობრები აღშფოთებულები არიან და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100