სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე: შესაძლოა, 7 წლის შემდეგ მედვედევი პრეზიდენტად დაბრუნდეს...

დიმიტრი მედვედევი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს რეფორმებს რუსეთში, - ეს განცხადება ლარი კინგის მოსკოვში ყოფნის დროს, მის მიერ ინტერვიუს აღებისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, არკადი დვორკოვიჩმა გააკაეთა. ლარი კონგმა ინტერვიუ „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორს ალექსი ვენედიქტოვს, „სკოლკოვოს“ ცენტრის ფონდის პრეზიდენტს ვიქტორ ვექსელბერგსა და არკადი დვორკოვიჩს აუღო.

„პრეზიდენტმა მედვედევმა რამდენიმე ძლიერი რეფორმა წამოიწყო, რომლებიც არ ჩანს“, - თქვა ვენედიქტოვმა, ხოლო დვორკოვიჩმა გააგრძელა:

„და ის მათ გააგრძელებს კიდევ უამრავი წლის განმავლობაში. შესაძლოა 15, ან უფრო მეტი წლის მანძილზეც კი...“

„ანუ, ეს წუთია, არკადი დვორკოვიჩმა გამოგვიცხადა, რომ დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტად იყრის კენჭს ან 2018, ან 2014 წელს. მე გთხოვთ, ჩაინიშნოთ, რომ ამას არა ვინმე სხვა, არამედ დვორკოვიჩი ამბობს“, - ხაზი გაუსვა ვენედიქტოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100