"უსაშველო ტკივილი ხართ ყველასთვის, მირო როგორ დავიჯერო რომ აღარ ხართ" - ზესტაფონში გარდაცვლილი დედის და მისი შვილების უმძიმესი ვიდეო
"უსაშველო ტკივილი ხართ ყველასთვის, მირო როგორ დავიჯერო რომ აღარ ხართ" - ზესტაფონში გარდაცვლილი დედის და მისი შვილების უმძიმესი ვიდეო.
ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი დედა - მირანდა და მისი შვილები - ლილე და დამიანე სოფელ ილემიდან იყვნენ.
ისინი ზესტაფონში ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდნენ. მეზობლების თქმით, დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობდა.
ზესტაფონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა. მათგან ერთი ორი წლის, ხოლო მეორე ოთხი წლის იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ეპრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კომენტარი