ქალმა, რომელსაც ქმარმა სახეში ესროლა, 30 ოპერაცია გადაიტანა და უკვე ტუჩებს იღებავს
„ეს ჩემი სახე არ არის, მაგრამ მე ამისთვისაც ვმადლობ უფალს“, - ეს იმ ამერიკელი ქალის სიტყვებია, რომელსაც სახის სრული გადანერგვის ოპერაციები დასჭირდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა ქმარმა სახეში ესროლა. ქალი ამბობს, რომ ის ახლაც უყვარს.
ამერიკელი კონი კალი დღეს ბედნიერად გრძნობს თავს იმის გამო, რომ ტუჩების შეღებვა შეუძლია, რადგან ოპერაციამდე, რომელიც მას 2008 წელს ჩაუტარდა, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.
მისი ზედა ტუჩი, ცხვირი, სასა, თვალები და ორივე ლოყა უბრალოდ, განადგურებული იყო მას შემდეგ, რაც მასზე სასტიკად განრისხებულმა ქმარმა ქალს პისტოლეტიდან, მოულოდნელად, პირდაპირ სახეში ესროლა.
კონიმ საერთო ჯამში, 30 უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და სტატიას თანდართულ პირველ ფოტოზე სწორედ მისი ოპერაციამდელი სახეა აღბეჭდილი - მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
მას ძვლებისა და სხეულის რბილი ქსოვილების სხვა ფრაგმენტები ამოაცალეს, რათა წაშლილი სახის მოდელირება მოეხდინათ. ძირითადად, ექიმებმა გულმკერდის არე გამოიყენეს, ხოლო ძვლები - ფეხებიდან აიღეს.
კომენტარი