სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეტაქსას საავადმყოფოში შემხვდა, დილაადრიან თვალცრემლიანი იყო. ერთი თვე ვუვლიდი და ამ დილით გარდამეცვალა" - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

საბერძნეთში, ათენში, ქართველი ემიგრანტი ნანა სვანიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცის ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ნანა თევდორაშვილი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტს გული გაუჩერდა.

"ნანა ხაშურელი "ჩვენი ნანა ,უწყინარი,მშვიდი ,კეთილი ქალბატონი.

ცუდად გახდა და 5 წუთში გული გაუჩერდაო...ვწუხვარ ,ძალიან ვწუხვარ.ეს ძლიერი ქალი, უძლური აღმოჩნდა და დაემორჩილა სიკვდილს. რამდენიმე თვის წინ მეტაქსას საავადმყოფოში შემხვდა, დილაადრიან თვალცრემლიანი იყო.ერთი თვე ვუვლიდი და ამ დილით გარდამეცვალა, ვერაფერი ვუშველე ბაბუასო.

ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდა ,ამიტომაც ვეღარ გაუძლო მისმა გულმა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული ნანა" - წერს ნანა თევდორაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100