„თუ მიმატოვებ, მოგკლავ“ - პირველი პაემნის შემდეგ გოგომ ბიჭს მუქარის შემცველი 65 ათასი შეტყობინება მისწერა
ფენიქსის შტატის მაცხოვრებელმა 31 წლის ჟაკლინმა მამაკაცი
გაიცნო (მისი სახელი გარკვეული მიზეზების გამო არ ხმაურდება), რომელსაც მხოლოდ ერთხელ
შეხვდა პაემანზე და ამის შემდეგ გადაწყვიტა, თავი აღარ დაენებებინა მისთვის. როგორც
თავად ახალგაზრდა ქალმა აღნიშნა, ის ყურებამდე შეყვარებული იყო, თუმცა საკუთარი სიმპათიის
გამოხატვა უცნაურ ფორმაში მოახდინა.
გრძნობებით შეპყრობილი ჟაკლინი მამაკაცის სახლთან ათენებდა
და უთვალთვალებდა ხოლმე, დღეში 500 შეტყობინებას უგზავნიდა, სადაც სიყვარულის ახსნასთან
ერთად, ემუქრებოდა, რომ თუ მასთან ერთად არ იქნებოდა, მოკლავდა. ტექსტში იმასაც წერდა,
რომ მას შეეძლო ჰიტლერივით ცივსისხლიანი მკვლელი გამხდარიყო, თუ სიყვარულზე დადებით
პასუხს არ მიიღებდა.
„იცი რას ვიზამ? შენს სისხლში ვიცეკვებ ბოლოს“; „არც
კი იფიქრო ჩემი მიტოვება, თორემ, გეფიცები, მოგკლავ, მე კი არ მინდა, რომ მკვლელი გავხდე“
- წერდა ჟაკლინი შეტყობინებებში.
მამაკაცი ასეთი შინაარსის შეტყობიონებებმა ძალიან შეაშფოთა
და პოლიციას მიმართა. ამის შემდეგ სამართალდამცველები მის სახლთან უთვალთვალებდნენ
ქალს, რათა მამაკაცისთვის უბედურება აეცილებინათ თავიდან. თუმცა, ეს ფაქტი ჟაკლინისთვის
ბარიერი ვერ აღმოჩნდა.
ერთ დღეს ქალი თავის მსხვერპლს სამსახურში მიადგა და
ყველას მის მეუღლედ გააცნო თავი. პოლიციამ ჟაკლინის დაკავება მუქარისა და თვალთვალის
ბრალდებით გადაწყვიტა, მის ავტომობილში კი ჩხრეკის შედეგად დიდი ზომის დანა აღმოაჩნეს.
როგორც დაკავებულმა განმარტა, მამაკაცისთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა, უბრალოდ შეშინება
სურდა, რადგან ძალიან უყვარდა და მისი დაკარგვის
ეშინოდა.
პოლიციამ, მისი
დაკავების შემდეგ დაადგინა, რომ ქალს ჯამში 65 ათასზე მეტი შეტყობინება მიწერა თავის
მსხვერპლს.
კომენტარი