„m2 უძრავი ქონება“: მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვა დაიწყო
24 მარტი, 2018 წელი - მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის პირველი ეტაპი დაიწყო. კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა-გატყევებას აფინანსებს, მთაწმინდის ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის აქციას გამართა, რომელშიც მოხალისეობრივად როგორც მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები ჩაერთნენ.
მოხალისეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით m2-მა სპეციალური პლატფორმა www.gaamtsvane.ge შექმნა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის შესახებ - როგორც განხორციელებული, ასევე დაგეგმილი აქტივობები. პერიოდულად პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელშიც მოხალისეების მონაწილეობა იქნება შესაძლებელი.
m2-ის მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში მოქალაქეები, ასევე მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლები ჩაერთნენ.
მთაწმინდის ნახაძრალი ფერდობის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც კომპანია m2-ის დაკვეთით „თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ სპეციალისტებმა მოამზადეს, მიზნად ისახავს ნახანძრალი 26 000 კვ.მ-ის ტერიტორიის აღდგენა-გატყევებას და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.
კომენტარი