„ეხლა გახდა ე.წ მსახიობი ? უკაცრავად მაგრამ ყველამ იცის ვინ-ვინ არის, შენი წარსულიც ცნობილია და აწყმყოც“ - ნაცარიშვილისა და ჯიბღაშვილის ფანების დაპირისპირება ფეისბუქზე
„ეხლა გახდა ე.წ მსახიობი ? აქამდე წერდი ლევანზე “ბედნიერი ვარ რომ გიცნობ” და მსგავსს პოსტებს.. უკაცრავად მაგრამ ყველამ იცის ვინ-ვინ არის, შენი წარსულიც ცნობილია და აწყმყოც“ - ასეთი და კიდე უარესი კომენტარები იწერება ლევან ჯიბღაშვილის მომხრეების მიერ ნინიკო ნაცარიშვილის პოსტზე. (ქვემოთ იხილეთ კომენტარების სქრინები)
ლევან ჯიბღაშვილის ფანებსი აღშფოთება გამოიწვია ნინიკო ნაცარიშვილის პოსტმა, სადაც ლევანის ყოფილი საცოლე მას ძალადობაში ადანაშაულებს.
„სამწუხარო ფაქტია,რომ კანონის ძალა ყველასათვის ერთნაირად არ მოქმედებს:) ეს მოლაპარაკე ე.წ მსახიობი კი უკანასკნელი უნდა იყოს,რომელიც საერთოდ ძალადობაზე და კანონზე ხმას ამოიღებს. მე და ინტრიგა შორს,თორემ“ -წერს ნინიკო ლევანის ვიდეოზე, სადაც მსახიობი ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ნინიკოს და ლევანის დაშორების შემდეგ გავრცელდა ჭორის დონეზე ინფორმაცია, რომ ჯიბღაშვილმა ყოფილი საცოლე ბულვარში თმით ითრია. ეტყობა სწორედ ამას გულისხმობს ნინიკო, როცა სტატუსში წერს ლევანზე, უკანასკნელი უნდა იყოს, ვინც ძალადობაზე და კანონზე ხმას ამოიღებსო.
კომენტარი