საქართველოს ბანკის TSKAPP აპლიკაცია - უკონტაქტო გადახდა მობილურით
თბილისი, 25თებერვალი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა MasterCard-თან ერთად გადახდის ინოვაციური მეთოდის დანერგვის შესახებ. 1 მარტიდან, გადახდა შესაძლებელი იქნება პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით.ამისათვის, საკმარისია რომ მომხმარებელმა ანდროიდის სისტემის მობილურში ჩამოტვირთოს TSKAPPაპლიკაცია.აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვაშესაძლებელიიქნებაGoogle Play Store-იდან და www.tskapp.ge -დან.
TSKAPP აპლიკაციის მობილურში ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელიშეძლებს ნებისმიერი შენაძენის და მომსახურების საფასურის გადახდასპოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით.აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელი უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის ან ექსპრეს ბანკის მინიმუმ ერთ აქტიურ MasterCard-ის ბარათს და მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომელსაც იყენებს ინტერნეტბანკში ან მობილბანკში. იმ მომხმარებელს, ვისაც ჯერ არ აქვს მომხმარებლის სახელი და პაროლი, შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს. სახელის და პაროლის მიღება, ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tskapp.ge
###
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
კომენტარი