სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რუსთავი 2"-ის თემაზე დებატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაიმართა

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგას.

შესაბამისი განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდა, სადაც მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის დებატები "რუსთავი 2"-ის საკითხის განხილვის პროცედურების გარდა, თავად ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც გაიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებით, "რუსთავი 2"-ის საქმეში რომ ხელისუფლებაა ჩარეული, ამას ისიც ადასტურებს, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2"-ის მეპატრონეთა მხრიდან წარდგენილი მოთხოვნა არ დაარეგისტრირა. ოპოზიციამ უმრავლესობას მოუწოდა, დაიცვას სიტყვის თავისუფლება და გაემიჯნოს იმას, რაც ხდება.

ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს უმრავლესობა არ იზიარებს. როგორც მათი მხრიდან აღინიშნა, საქართველოში მედიის თავისუფლება კანონით არის დაცული და თავისუფალი უნდა იყოს როგორც მედია, ასევე სასამართლო, საკუთარ გადაწყვეტილებებში. "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შეფასებით, სასამართლო დღეს დამოუკიდებელია და ყველა დავა, რაც კერძო სუბიექტებს შორის შეიძლება წარმოიშვას, მხოლოდ სასამართლოში უნდა გადაწყდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100