ალუჩის ან ტყემლის მურაბა
მასალა:
ტყემალი ან ალუჩა - 1 კილოგრამი
შაქარი - 1,5 კილოგრამი
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ტყემალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ხის ჩხირით დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ სიროფში; ასე გავაჩეროთ მეორე დღემდე ფაიფურის ჭურჭელში. მეორე დღეს სიროფი გადავწუროთ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ ნახევარი საათი; შემდეგ ისევ ჩავყაროთ ტყემალი, კიდევ გავაჩეროთ, მესამე დღეს დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით.
კომენტარი