ქეთა თოფურიამ რუს ექიმებს უნდობლობა გამოუცხადა
ა სტუდიოს სოლისტი, 28 წლის მომღერალი ქეთა თოფურია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმშობიარებს. ამ ინფორმაციას რუსული მედია არვრცელებს.
მართალია თავიდან ქეთა აცხადებდა, რომ რუს ექიმებს ენდობა და მოსკოვში იმშობიარებდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება აშშ-ს სასარგებლოდ მიიღო და ჰოლივუდის ვარსკვლავებში ძალიან პოპულარული კლინიკა Cedars-Sinai Medical Center აირჩია.
მომღერალი შვილს ზაფხულის დასაწყისში გააჩენს, ორსულობის ბოლო თვეების გასატარებლად კი ის უკვე გადასახლდა ლოს-ანჟელესში.
კომენტარი