სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პრემიერს ეტყობოდა, რომ 19 აპრილის მიტინგზე საუბრისას ინერვიულა და ეს ბუნებრივია“

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს "პოზიციაში" პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს მთავარ პასაჟად 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებული მისი განცხადებები მიაჩნია.

ამის შესახებ ივანიშვილმა ნაცმოძრაობის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა ძალიან ინერვიულა, როცა 19 აპრილს გამართულ მიტინგს შეეხო. ნაცმოძრაობის გენმდივნის თქმით, ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა გახდეს:

"პრემიერს ეტყობოდა, რომ 19 აპრილის მიტინგზე საუბრისას ინერვიულა და ეს ბუნებრივია, რადგან ყველა ხელისუფალმა უნდა გაითვალისწინოს პროტესტის გამომხატველი ხალხის ნება. რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს კარგად ჩანს, მაგრამ მას მოუწევს ითანამშრომლოს ხალხთანაც და "ნაციონალურ ოძრაობასთანაც", რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში", - განაცხადა ბრიფინგზე მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100