ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი მოიწამლა.
მოწამლულია ოთხი მცირეწლოვანი და მათი მშობლები.
ბავშვები ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო მათი მშობლები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მშობლების ვარაუდით, ბუნებრივმა აირმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა.
კომენტარი