სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მნიშვნელოვანია ავტორიტეტებმა „ქურდული სამყაროს“ ოჯახის წევრების ტიტულებს გადახედონ - „შაქრო მოლოდოი“

თურქეთში გამართულ შეკრებაზე „კანონიერმა ქურდებმა“ მხარი დაუჭირეს „კანონიერი ქურდის“ „შაქრო მოლოდოის“ წინადადებას შერიგების შესახებ. თურქეთში „კანონიერი ქურდების“ მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც 68 წლის ზახარი კალაშოვის, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია როგორც „შაქრო მოლოდოი“, ინიციატივა განიხილეს, რომლის თანახმად მათ უნდა დაივიწყონ ძველი წყენა და გაერთიანდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Prime Crime ავრცელებს. „შეხვედრა ანტალიასა და სტამბოლში გაიმართა, რომლის მონაწილეებმა, კანონიერი ქურდების მერაბ ჯანგველაძისა და ტარიელ ონიანის თანხმობით დაადასტურეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ შაქროს მოწოდებას მშვიდობის დამყარებასა და ბოდიშის მოხდის გარეშე შერიგების შესახებ. ტარიელ ონიანმა პირადი მაგალითის მიცემით გამოიჩინა კეთილი ნება და კანონიერ ქურდებს, ალფასონსა და მელიას გადაეხვია“, - წერს გამოცემა. 7 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის (TFR) თანახმად კრიმინალური სამყაროს ლიდერმა კაშალოვმა გაგზავნა შეტყობინება, სადაც „ქურდულ სამყაროში“ არსებულ ვითარებას კოლაფსი უწოდა. „ცხოვრების ყველანაირი საძირკველი, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, დარღვეულია. არ არსებობს ერთობა“, - წერდა კანონიერი ქურდი თავის შეტყობინებაში. „შაქრო მოლოდოი“ წერს, რომ „კანონიერი ქურდების“ ახლანდელი თაობის მისიაა, ქურდული საქმის გაგრძელების შენარჩუნება. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ავტორიტეტებმა ქურდული სამყაროს ოჯახში მიღებულების ტიტულებს გადახედონ. მან მესიჯის ქვეშ ე.წ. „კანონიერი ქურდების“ გვარები პოსტსკრიპტით გამოაქვეყნა. ჩამოთვლილებს შორისაა სერგეი ასატრიანი, კამჩი, სუხაჩი, გია სვერდლოვსკი და მრავალი ავტორიტეტი, მათ შორის თავად შაქროს ნათესავები. რუსეთის მთავარი „კანონიერი ქურდი“ აღნიშნავს, რომ კრიმინალურ სამყაროში დიალოგის დამყარებას ცდილობდა, როდესაც თავისუფლებაზე იმყოფებოდა, თუმცა, ამის შესრულება ბოლომდე ვერ მოასწრო: „შესაძლოა, რამე გამომჩა?“ არ მივაქციე ყურადღება... არ ვიხსნი პასუხისმგებლობას საკუთარი თავიდან და მზად ვარ პირველმა ხმამაღლა ვთხოვო პატიება ყველა ძმას“, - აღნიშნა შაქრომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100