სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთი ახალი ავიამზიდის გამოცდას იწყებს

ჩინეთში პირველი, ახალი ავიამზიდის გამოცდა დაიწყო. გუშინ მან დატოვა ქალაქ დალიანის გემთსაშენი. როგორც სააგენტო ,,სინხუა“ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, პირველი გამოცდა მოკლევადიანი იქნება და ის დიდი ხანი არ გაგრძელდება.

ავიამზიდი საბჭოთა ავიამზიდ ,,ვარიაგის“ ბაზაზე შექმნა, რომელიც ჩინეთმა 1988 წელს უკრაინისგან ჯართის სახით შეიძინა. მაშინ ჩინეთში აცხადებდნენ, რომ მას მცურავ კაზინოდ გადააკეთებდნენ, თუმცა, მისგან ახალი ავიამზიდი შექმნეს.

ავიამზიდის მშენებლობა, ცხადია, იაპონიის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს: ,,ეს საფრთხის მატარებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური საზოგადოებისთვის,“-ნათქვამია ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების მოხსენებაში.

ახალი ავიამზიდების მშენებლობით ჩინეთის დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდა 1996 წლის ტაივანის კრიზისის შემდეგ - მაშინ ჩინეთმა ტაივანს მოკლე რადიუსის რაკეტები დაუმიზნა, პენტაგონმა კი საპასუხოდ კუნძულის ახლოს ორი ავიამზიდი გაგზავნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100