სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და რას სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე გემრიელი სტარტაპი

სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია.
სტარტაპი, რომელიც წუთებს ითვლის იმის მოლოდინში, რასაც ნებისმიერ სეგმენტზე 100%-იანი მომსახურება ჰქვია და რომლის, არც თუ ისე შორეული ოცნება საკუთარი ბარია.

Chaynik catering and event-ის დამფუძნებელი ნანუკა გორგილაძე აცხადებს, რომ ბარი კომპანიის მიზანია და ეს ბარი უნდა იყოს და აუცილებლად იქნება ურთიერთობა.

ყველაფერი კი ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ჩვეულებრივი კულინარიული ექსპერიმენტით დაიწყო. მაშინ, ალბათ, ნანუკას, თინათინს და ენრის, ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი კულინარიული ექსპერიმენტი ჯერ ახალ პროდუქტად, შემდეგ კი, ქეითერინგის ბიზნესად გადაიქცეოდა.

მეგობრებმა უჩვეულო ჰოთდოგი გააკეთეს. მთავარი ინგრედიენტად, სოსისის ნაცვლად, ენრის ოჯახის მიერ წარმოებული კუპატი გამოიყენეს, სოუსად კი, ტყემლის საწებელი. გასინჯეს. მოეწონათ. ასე გაჩნდა ქართული ჰოთდოგი “კუპადოგი”, რომელიც სულ მალე, ქეითერინგის ბიზნესის საფუძვლად იქცა, რომელსაც დღეს, მომხმარებელი “ჩაინიკის” სახელით იცნობს.

როგორია Chaynik catering and event-ის მიზნები, რა სიახლეები აქვთ და როგორი მოთხოვნაა კომპანიაზე პანდემიის შემდეგ - სტარტაპის ამ და სხვა გამოწვევებზე ნანუკა გორგილაძე საუბრობს.


ნანუკა, რა სიახლეები გაქვთ Chaynik catering and event- ში?

სიახლეები ნამდვილად გვაქვს და ეს სიახლე ეხება კომპანიის რებრენდინგს. აქამდე იყო chaynik, ახლა არის chaynik catering and event. თავიდან ჩვენი მომსახურების სფეროში მხოლოდ ქეითერინგი შედიოდა, დღეს უკვე სრულად ვაკმაყოფილებთ ნებისმიერ მოთხოვნას ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ სტარტაპის რებრენდინგი გაგვეკეთებინა. გვაქვს ახალი ლოგო, რომელზეც ქართველმა გრაფიკულმა დიზაინერმა ანუკა ჯღარკავამ იმუშავა.
ლოგოს შექმნის დროს ხაზის გასმა კონცეფციაზე გვსურდა, შესაბამისად,
ლოგოზე გამოსახული ჩაიდანი ძველი ვინტაჟური სტილით არის წარმოდგენილი, ხოლო ფერები ნათელი და ბათუმურია. ისევე როგორც ჩვენი გემოები არის ტრადიციული, ხოლო ვიზუალურად ევროპულად წარმოდგენილი.


რთული იყო თუ არა პანდემიის შემდეგ ძალების მოკრება?

მართალი გითხრათ, პანდემიის შემდგომ გვეგონა რთული იქნებოდა ისევ ახალი მომხმარებლების მოძიება, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდე ნელ-ნელა აღდა ჩვენი კომუნიკაციაც მომხმარებლებთან და უკვე 10 ამდე ღონისძიება ჩავატარეთ.

როგორც ვიცით, ამჟამად ფესტივალისთვის ემზადებით...

დიახ, ახლა ვემზადებით ახალგაზრდობის ფესტივალისთვის, რომელიც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით კვირის ბოლოს, 16 აგვისტოს ტარდება. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, რადგან პირველად წარვდგებით სრულის სერვისებით რებრენდინგის შემდეგ.

რა სახით იქნებით წარმოდგენილი ფესტივალზე?

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი კერძები, რომელიც არის ქართული ტრადიციული, უბრალოდ (როგორც გვჩვევია) ევროპული სახით იქნება წარმოდგენილი.

ასევე უალკოჰოლო და ალკჰოლური სასმელები.
უალკოჰოლო სასმელებში გვინდა გამოვყოთ ჩვენს მიერ შექმნილი
„ჰოუმეიდ ლიმონათი“, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ და დიდი მოწონებით სარგებლობს.

მისი გემოები ჩვენს მიერ არის შემქნილი და ჩვენი ბავშვობის ლიმონათის გემოებს ახსენებს სტუმრებს.

ასევე წარმოდგენილი იქნება კუბადოგი, რომელიც
ქართული ნაციონალური პირველი ჰოთდოგია.

ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევა, რადგან ყოველთვის გვთხოვდნენ,
რომ შესძლებოდათ ჩვენი კერძების დაგემოვნება კონკრტული ღონისძიების გარეშე. სწორად ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩავერთოთ ამ ფესტივალში.
ამ ფესტივალში ჩვენი მონაწილეობის მიზანი ასევე არის, რომ იმ ახალგაზრდებს, რომელბსაც აქვთ იდეები და ეშინიათ განხორციელების ბიძგი მივცეთ და ვაჩვენოთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

რა გამოწვევების წინაშე დგამ ამჟამად Chaynik catering and event?

ახლა მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა გამოაცხადა საგრანტო პროგრამა, რომელიც სტარტაპებს აფინანსებს. ამ დროისათვის ველოდებით პასუხებს.
თუ მოვიპოვეთ დაფინანსება, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას შეგვიძლია ვუმასპინძლოთ, არ აქვს მნიშვენლობა რა მასშტაბის იქნება.
ეს იქნება ჩვენი სტარტაპისთვის საუკეთესო შანსი, მყარად გააგრძელოს სვლა.


რას ემსახურება Chaynik catering and event-ის თითოეული გადადგმული ნაბიჯი?

ჩვენs მიერ გადადგმული ნაბიჯი არის იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით გავაგძელოთ ზრდა, ამიტომაც ჩვენ უშუალოდ და მეგობრულად ვუდგებით ყველა დამკვეთს, ოფიციალური და დისტანცირებული ურთიერთობა არ გვაქვს, რაც ბევრად აადვილებს თანამშრომლობას. ვცდილობთ, დამატებით საჩუქრებიც გავუკეთოთ ხოლმე, რომ უფრო დადებითი ემოციით ავავსოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენ შესახებ ინფორმაცია ერთი დამკვეთიდან მეორესთან “ხელიდან ხელში” გადადის, ამიტომაც, თავს ვერ მივცემთ სერვისის გაფუჭების "ფუფუნებას".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100