
პარალიზებული მეტრო - მეტროსადგურ სამედიცინოზე მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს
თბილისის მეტრო კვლავ ხარვეზებით მუშაობს - მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებლის ხარვეზის გამო, ამჯერად მუშაობა საბურთალოს ხაზზე შეფერხდა.
მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს. მათ შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწიათ, რამაც მეტროს პარალიზება გამოიწვია.
მეტროსადგურ "სამედიცინოზე" შეფერხება დილით 10:00 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგ მოქალაქეები გამოიყვანეს ვაგონებიდან.
„უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა. იმიტომ, რომ ძალიან საშიშია, სადენები, როგორც ვიცი, დაზიანებულია და ახლა, როგორც გავიგე, ერთ-ერთ მეტროსადგურზე არის პრობლემები, გოცირიძეზე, თუ არ ვცდები და რასაკვირველია, ხალხი სანამ არ დაზარალდება, მანამდე არ გამოსწორდება ეს პრობლემა, ამიტომ, სჯობია, დროულად მოხდეს ამის აღმოფხვრა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროპილიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
კომენტარი