სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა შეაყვარო მამაკაცს თავი? 5 რჩევა

გარეგნობა თუნდაც იდეალური, საუკეთესო მზარეულის ღირსებები, წარმატებული კარიერა, მაღალი აიქიუ, მამაკაცის მოსახიბლად ეს ყველაფერი ნოლია თუ ქალს არ გააჩნია შემდეგი ხუთი თვისება.

პირველი - ქალი უვლის საკუთარ თავს. აქ საუბარი არ არის მოდელის პარამეტრებზე, მაგრამ მოწესრიგებული თმა, წარბი, ფრჩხილის ლაქი, მოხდენილი სამოსი მამაკაცებს შეუმჩნეველი არ რჩებათ და უფრო მეტიც, ეს მათთვის მნიშვნელოვანია.

მეორე - ქალმა იცის როგორ იყოს ბედნიერი. მამაკაცებს არ ხიბლავთ პირადი ფსიქოლოგის როლი. უბედური ქალი შესაძლოა შეეცოდოს, გაამხნევოს, მაგრამ სიყვარულით მამაკაცებს ბედნიერი ქალები უყვარდებათ. შენი პრობლემებით დაკავებას მას ურჩევნია შენი ბედნიერება გაიზიაროს. გახსოვდეთ ბედნიერებას არავინ არავის ჩუქნის, თქვენ თავად უნდა შქმნათ თქვენი ბედნიერება და ბედნიერი ღიმილით მოხიბლოთ საპირისპირო სქესი.

მესამე - ქალი არ ცდილობს მამაკაცის შეცვლას. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ თუ მამაკაცის გადაკეთებასა და თქვენს თავზე მოგრებას შეეცდებით მას ეს არ მოეწონება და ადრე თუ გვიან აღარ მოეწონებით თქვენც. შეგიძლიათ მისცეთ რჩევები, გაუზიაროთ საკუთარი აზრები, მაგრამ ნუ დაგეგმავთ სპეცოპერაციას მისი გადაკეთების მიზნით.

მეოთხე - ქალი არ მიისწრაფის იმისკენ, რომ იყოს მართალი. გახსოვდეთ ჭკვანი ქალი პოულობს ათ არგუმენტს კამათის მოგების მიზნით, ბრძენი ქალი კი კეთილშობილი ღიმილით გადააქცევს ჩხუბს ხუმრობად.

მეხუთე - მას სჩვევია მამაკაცის შექება. პედაგოგიკაში არსებობს პრინციპი რომლის თანახმადაც ბავშვები საკუთარ თავში ავითარებენ იმ თვისებებს რომლებსაც უკრიტიკებთ ან უქებთ, ფსიქოლოგთა აზრით იგივე ფორმულა მოქმედებს მამაკაცებზეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100