სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ალასანიამ საკუთარ ვაჟს თავი გაუტეხა

ნიკო ალასანიას ბავშვობაში მამამ თავი გაუტეხა, ამ ფაქტის შესახებ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უხვლელად გთავაზობთ.

„ნიკო და მისი ძმაკაცი ბახტო ბაკურიანში მიმყავს. 10-11 წლის არიან. მანქანაში უკან სხედან და ერთმანეთის შრამებს ათვალიერებენ:

ჩემი შვილი: "შუშა გავანგრიე და ხელი გავიჭერი, ძვალი მიჩანდა!"

ბახტო: "მე გლანდების ოპერაცია მაქვს გაკეთებული"

ნიკო: "მამაჩემს რომ ვეჭიდავებოდი, მომისროლა და თავი გამიტყდა"

ბახტო: "ეზოში წავიქეცი და..... "

ჩამოთვალეს ყველა გადატანილი ვავა და გათანაბრდნენ.

ნიკო ფირობს, ფიქრობს... და უცებ აღტაცებულს აღმოხდა:

"დედაჩემი გარაჟიდან გადახტა, მოტოციკლეტს დაეცა და ნეკნები ჩაემტვრა!" - მაგრამ არც ბახტო აღმოჩნდა ჯაბანი და მითუმეტეს არც დედამისი ეკა. ბახტო წელში გაიმართა და გამანადგურებელი გასროლა შეასრულა-"დედაჩემს ბაკურიანში ბურანმა გადაუარა და ექვსი მოტეხილობა ჰქონდა!!!"

სიჩუმე..

ნიკუშა მხარზე მქაჩავს -

"დე, კიდევ რამე არ გჭირდა?" - ვედრებით..

"ეჰ... დე.. მგონი წავაგეთ " - სინანულით ვაქნევ თავს და უკან მიუხედავად ვხედავ ნიკო წყენისგან როგორ იღვენთება.

შეიყვარეთ ადამიანებო ტკივილი, მის გარეშე ჩვენი ფასი კაპიკია“-წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100