
ზესტაფონში მიცვალებულები აერიათ
ზესტაფონში მიცვალებულები აერიათ. მიცვალებულები ჭირისუფლებს შეცდომით ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაატანეს. ფაქტის შესახებ ოჯახებისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
დღეს ორივე მიცვალებული დაასაფლავეს – ცხედრები ოჯახებმა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს. როგორც ერთ-ერთი მიცვალებულის ჭირისუფალმა ნარგიზა რუხაძემ პირველ არხს განუცხადა, ცხედარი სახეზე ეუცხოვა, თუმცა ჩათვალა, რომ ის ავადმყოფობამ შეცვალა.
„მიცვალებული სახეზე შესიებული მოგვეჩვენა და ვიფიქრეთ, რომ ავადმყოფობის ბრალი იყო“ – აღნიშნა მან.
ოჯახები მომხდარს საავადმყოფოს შეცდომად მიიჩნევენ.
კომენტარი