
რატომ მოხვდა საქართველო ყველაზე მეგობრული ქვეყნების ათეულში?
პოპულარულმა ამერიკულმა ინტერნეტ გამოცემა "ჰაბფეიჯმა" გამოკითხვა ჩაატარა. მათ ტურისტები გამოკითხეს.
მოგზაურობიდან დაბრუნებულებმა დაასახელეს ქვეყნები, საქართველო სამეულშია. პირველ ადგილზეა კოლუმბია - სტუმართმოყვარეობით, მეორეზე ფიჯის კუნძულები - ღიმილის საოცარი უნარით და მესამეზე საქართველო -იუმორით, ზრდილობით დ სტუმართმოყვარეობით.
"ევროპასა და აზიას შორის მოქცეული ეს ქვეყანა არის იმ ადამიანების სამშობლო, რომელთაც ბევრ სირთულეს გაუძლეს, მათ კარგი იუმორი და ზრდილობა აქვთ, არიან ძალიან სტუმართმოყავრეები", - წერია სტატიაში.
ჩამონათვალში საქართველოს შემდეგ ვიეტნამი, კანადა, ახალი ზელანდია, თურქეთი, ჩილე და ინდონეზია არიან.
კომენტარი