
როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
რა უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა, რომელსაც გამოცდამდე კორონავირუსი დაუდასტურდა - ამ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა.
„თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ უნდა დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე. შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აბიტურიენტთან, თუ როდის უნდა გამოცხადდეს უკვე გამოჯანმრთელებული საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა გორგოძემ.
ამ ეტაპზე კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ისინი გამოცდებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩააბარებენ.
კომენტარი