სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Bild: სექსი გერმანული თეატრის სცენაზე... 8 ევროდ

42 წლის ბრიტანელმა რეჟისორმა ფილ კოლინზმა ფესტივალ „პერფომანსის ხელოვნების“ ფარგლებში ამ ხელოვნების მაყურებლამდე მიტანა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადაწყვიტა. გერმანიის თეატრის "Hebbel am Ufer" მაყურებელს ახლა უკვე არათუ შეუძლია იყიდოს ბილეთი და ნახოს სექსი სცენაზე, – სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს სპექტაკლის სრულუფლებიანი მონაწილეც გახდეს. ნებისმიერ, ზრდასრული ასაკის პიროვნებას შეუძლია 7 ევროდ იყიდოს ბილეთი და ითამაშოს სცენაზე – ნამდვილი მსახიობების გვერდით, – ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "Bild" ავრცელებს.

ძირითადად, იდეა ითვალისწინებს ბილეთის მქონე მაყურებლის მონაწილეობას სამ სცენაში: დაკითხვა პოლიციაში, მომაკვდავის აღსარება და აქტიური მონაწილეობა ვიქტორიანულ პორნოში.

როგორც გამოცემა წერს, ერთ–ერთმა მაყურებელმა, რომელიც სტუდენტია, გადაწყვიტა, ბედი გამოეცადა და მსახიობი გამხდარიყო: 7,99 ევროდ იგი ძველ კოსტიუმებში გამოწყობილ ორ მსახიობ ქალთან სასიყვარულო სცენის აქტიური მონაწილე გახდა.

სტუდენტი წელსზემოთ გაშიშვლდა, მაგრამ შარვლის გახდა ვერ გაბედა. ოდნავ დარცხვენილი ახალგაზრდა შიშველი პარტნიორების მოქმედებას გვერდიდან აკვირდებოდა და, მაყურებელთა გამამხნევებელი აპლოდისმენტების მიუხედავად, სექსუალურ სცენაში სრულყოფილად ჩართვა ვერ მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100