სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულმა ქალმა ფეხებზე ბოტოქსი გაიკეთა

ინგლისელმა ქალმა ბოტოქსი იმიტომ გაიკეთა, რომ თავისი საყვარელი ფეხსაცმლით ესარგებლა. შარლოტა გლენი, ალბათ, ერთ-ერთია იმ გოგონებს შორის, რომლებიც სილამაზის სალაცვლოდ კუნთების პარალიზებაზე დათანხმდნენ.

ლონდონელმა ქირურგებმა შარლოტას ბოტოქსის ინექცია ფეხის ტერფებში ისე გაუკეთეს, რომ ქალმა საყვარელი დიზაინერის, ქრისტიან ლუბუტინის, ფეხსაცმელი ყოველგავრი ტკივილის გარეშე ატაროს.

28 წლის ქალმა 5 000 ფუნტი გადაიხადა 40 წყვილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. თუმცა, მათი მუდმივი ტარების გამო, ფეხების ძლიერი ტკივილი დაეწყო. ქალმა 300 ფუნტი გადაიხადა ბოტოქსის ინექციისათვის.

“მაღალქუსლიან ფეხსაცმელს 12 წლიდან ვატარებ. მათ გარეშე სახლიდან არსად გავდივარ. სხვადასხვა სიმაღლის ფეხსაცმელი მაქვს, მათი ქუსლები 7-დან 17 სანტიმეტრამდე მერყეობს“ - ამბობს შარლოტა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100