სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი დღევანდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსთან შეუთავსებლობა გახდა.

"ჩემი გადაგომის მიზეზია ჩემი შეუთავსებლობა დღევანდელი საგარეო პოლიტიკის როგორც კურსთან, ასევე სტილთან", - განაცხადა ვაშაკიძემ და იქვე დასძინა, რომ ეს ეხება მათ შორის რუსეთთან ურთიერთობასაც.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ვაშაკიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას გრიგოლ ვაშაძის მინისტრობის პერიოდშიც იკავებდა. თანამდებობა მან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც შეინარჩუნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100