სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ, ექიმების რამდენი პროცენტია აცრილი საქართველოში?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი.

"მაქვს ორშაბათის შემაჯამებელი სტატისტიკა, სადაც ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში, არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პირდაპირ გეტყვით,"- განაცხადა გამყრელიძემ მედიავებინარზე.

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 610 309 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 935 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.7%;

სრულად ვაქცინირებულია 675 215 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.6%;

16 სექტემბერს აიცრა 19 148 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 192 ინფიცირებული. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100