მსოფლიო ხანდაზმულთა დღეს აღნიშნავს
1990 წლიდან 1 ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი ქვრივიშვილმა მოსახლეობას მიმართა მეტი ყურადღება დაუთმონ ხანდაზმულ ადამიანთა პრობლემებს.
„ჩვენმა ფონდმა კარგად იცის, როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება ასაკიან ხალხს. ჩვენი ექიმები, მედდები და სოციალური მუშაკები ყოველდღიურად ზრუნავენ 500 უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ხანდაზმულ ადამიანზე. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ, რომ ამ ხალხს შევუმსუბუქოთ მძიმე საარსებო პირობები და მივცეთ საშუალება თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
ჩვენ გამოვხატავთ დიდი პატივისცემა ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლების მიმართ. ვცდილობთ მხარში დავუდგეთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე. სიბერე ხომ ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების მომავალია“
კომენტარი