
დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება.
"4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი